საერთაშორისო კონფერენცია და ბიზნეს ფორუმი - "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები"
მედია ანონსი
20 მარტი,2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია
თამარ კაციტაძე
tk@gcci.ge
Mob: 595 307 311
www.gcci.ge
საერთაშორისო კონფერენცია და ბიზნეს ფორუმი - "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები"
2014 წლის 27-28 მარტს თბილისში, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია და ბიზნეს ფორუმი - "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები". ღონისძიების მიზანია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ბიზნეს გარემოს შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება პარტნიორ სახელმწიფოებთან.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ეწვევა ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალგირდას ბუტკევიჩიუსი ბიზნეს დელეგაციის თანხლებით. 28 მარტს დაგეგმილია ლიტვური ბიზნეს წრეების წარმომადგენელთა შეხვედრები ქართველ კოლეგებთან. ლიტვური კომპანიები დაინტერესებულნი არიან სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობით, მათ შორის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის მართვის სფეროში.
ლიტვურმა კომპანია „ Information Management Agency"-მ გამოთქვა სურვილი თქვენს კომპანიასთან შეხვედრისა, რომელიც გაიმართება 16:00 საათზე, სადაც განიხილება სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.